19 აპრილი 2024,   22:46
ვრცლად
15 წლის მოზარდის დაჭრის ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით 15 წლის მოზარდის დაჭრის ფაქტზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. 

შემთხვევა ცოტა ხნის წინ რუსთაველის გამზირზე, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის სკვერში მოხდა. დაჭრილი მოზარდი ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მას ჭრილობები ცივი იარაღით გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული. 

დაჭრილს მოზარდს ამ წუთებში გადაუდებელი ოპერაცია უტარდება.

ამავე თემაზე
დღის ამბები