19 აპრილი 2024,   09:52
ვრცლად
სამოქალაქო სექტორის კვლევა - ტყვიის საგანგაშო მაჩვენებელი ბავშვების 40 პროცენტში 

სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა კვლევა  ჩაატარეს, რომლის შედეგადაც ბავშვების 40 პროცენტს ორგანიზმში ტყვიის, საგანგაშო მაჩვენებელი დაუფიქსირდა. საქართველოში კვლევას ტყვიის შემცველობაზე სახელმწიფო არ აფინანსებს, მშობელთა უმრავლესობა კი უსახსრობის გამო ბავშვს ანალიზს ვერ უკეთებს.

კვლევა, აქვს თუ არა ბავშვს ორგანიზმში ტყვია, საქართველოს ლაბორატორიებში არ კეთდება. რამდენიმე კლინიკა ამ ანალიზს სხვადასხვა ევროპულ ქალაქებში აგზავნის, შესაბამისად კვლევა ძვირადღირებულია. ვითარებას ართულებს დამატებითი კვლევებიც. სპეციალისტები მშობლებს ურჩევენ რომ პარალელურად გაკეთდეს საცხოვრებლის ანაფხეკი, ბავშვის ნივთების კვლევა და ასევე საკვების ანალიზიც.

სპეციალისტების ინფორმაციით საქართველოში მოსახლეობის 30 პროცენტს შესაძლოა ორგანიზმში ტყვია ჰქონდეს, თუმცა ყველას შემთხვევაში ის ტოქსიკური არ არის. ბავშვები რომლებიც ბუნებრივი გზით იღებენ C ვიტამინს, კალციუმსა და რკინას, ინტოქსიკაციის რისკ ჯგუფში ნაკლებად ხვდებიან.

სახელმწიფო პროგრამა რომელიც ბავშვებში ტყვიის არსებობას გამოავლენს და შემდეგ მკურნალობას უზრუნველყოფს, არ არსებობს. ჯანდაცვის სამინისტროში ამტკიცებენ, რომ მომავალი წლიდან უკვე დაიწყებენ დაფინანსების ძიებას.

ავტორი: ნათია ჟამერაშვილი. 

დღის ამბები