24 აპრილი 2024,   16:00
ვრცლად
საქართველოს პრეზიდენტმა მომავალი 2018 წელი თავისუფლების წლად გამოაცხადა

საქართველოს პრეზიდენტმა მომავალი 2018 წელი თავისუფლების წლად გამოაცხადა. გიორგი მარგველაშვილმა ეს განცხადება დიპლომატიური კორპუსისათვის პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის სახელით გამართულ ერთობლივ მიღებაზე გააკეთა.

პრეზიდენტის სასახლეში გამართულ საახალწლო ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით პრეზიდენტთან ერთად გიორგი კვირიკაშვილმაც მიმართა. მიღებას პატრიარქის მოსაყდრეც ესწრებოდა. სტუმრებს საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენის დათვალიერების შესაძლებლობაც ჰქონდათ.

დღის ამბები