24 აპრილი 2024,   19:05
ვრცლად
„უცნობი“ არ აკეთებს ისე განცხადებას, რომ მას ვინმე ზურგს არ უმაგრებდეს და წახალისებული არ იყოს - ნინო გოგუაძე

„თავისუფალი დემოკრატების“ პოლიტიკური მდივანი, ნინო გოგუაძე ბოლო დროს გახმაურებულ კარტელურ გარიგებებზე საუბრობს. მისი თქმით, ბოლო დროს გააქტიურდა კორუფციული გარიგებების საკითხი.

გოგუაძე აღნიშნავს, როომ ერთადერთი შემთხვევა, როდესაც კორუფციულ გარიგებებზე მმართველ გუნდს რეაგირება ჰქონდა, ეს იყო ე.წ. კაბელების საქმე.

„ისევ წამოვიდა კორუფცია, კარტელური გარიგებები, კლანური გადანაწილებები და დიახ, როდესაც ასეთი თემები ჩნდება, მე მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ სწორედ ეს თემები არის კონკრეტული პოლიტიკური ამოცანებისთვის გააქტიურებული და არც „უცნობი“ არ აკეთებს ისე განცხადებას, რომ მას ვინმე ზურგს არ უმაგრებდეს და წახალისებული არ იყოს,“ - განაცხადა ნინო გოგუაძემ.

„არჩევანის“ ეთერში ნინო გოგუაძე აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილი გუნდს 2-3 ადამიანის მეშვეობით მართავს და ვარაუდობს, რომ ერთ-ერთია კვირიკაშვილი და სუს-ის წარმომადგენლები.

„ერთადერთი პრინციპი, რომელიც ევალება გუნდის თითოეულ წევრს არის ის, რომ რამე წინააღმდეგობა არ გაუწიოს და დისკომფორტი არ შეუქმნას იმ ადამიანს, რომელიც არის მათი სტატუსის და ძალაუფლების მთავარი წყარო,“ - აცხადებს გოგუაძე.

ნინო გოგუაძე მმართველ გუნდს და ოპოზიციას შორის დაპირისპირებას "კინკლაობად" მოიხსენიებს.

გიორგი კვირიკაშვილსა და "უცნობს" შორის ბოლო რამდენიმე კვირაა საჯარო დაპირისპირება მიმდინარეობს. გია გაჩეჩილაძე "ქართული ოცნების" ხელისუფლებას კარტელურ გარიგებებში ადანაშაულებს. პრემიერ-მინსიტრის თქმით, თუ მსგავსი ფაქტი დადასტურდება, ის თანამდებობას დატოვებს.

დღის ამბები