19 აპრილი 2024,   04:32
ვრცლად
გაერთიანებული კომიტეტის სხდომაზე მთავრობის წევრები "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციას ხვდებიან

გაერთიანებული კომიტეტის სხდომაზე მთავრობის წევრები "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციას ხვდებიან. მინისტრებმა და მთავრობის მეთაურმა, კიდევ ერთი ოპოზიციური ფრაქციის შეკითხვებს უნდა უპასუხონ. შეხვედრაზე „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის წევრების გარდა, პარტიის ლიდერებიც მივიდნენ.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა რომან გოცირიძემ კითხვით პრემიერმინისტრს მიმართა და მინისტრთა კაბინეტში ცვლილებების შესახებ კითხვა დაუსვა. რომან გოცირიძეს, მაგალითად, ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე მოყავს, რომელიც მანამდე რკინიგზის გენერალური დირექტორის პოსტს იკავებდა.

„ჩვენ გვინახავს, რომ წარმოგვიდგენდით სხვადასხვა მინისტრობის კანდიდატებს და შემდეგ, ძალიან სწრაფად ხდებოდა მათი დევალვირება, დაახლოებით ისე, როგორც ლარი უფასურდებოდა. თქვენ მოგყავთ ახალი ფინანსთა მინისტრი, შეიძლება ითქვას, აბსოლუტურად უცნობი პოლიტიკური საზოგადოებისათვის, თუმცა რაღაც გარკვეული სამეურნეო გამოცდილება მას აქვს. რატომ უნდა ენდოს თქვენი დანიშვნის მართებულებს ქვეყანა, როდესაც თქვენ ნიშნავთ ადამიას, რომელმაც გააკოტრა საქართველოს რკინიგზა,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

გოცირიძე ერთ-ერთ შვეიცარიულ ფირმასთან ხელშეკრულებაზე ხელმოწერის საკითხითაც დაინტერესდა.

რომან გოცირიძის ამ შეკითხვას პრემიერმა უპასუხა და  მინისტრთა კაბინეტში არსებული ცვლილებები ახსნა.  

„თქვენ ახსენეთ, დევალვაციას ხომ არ განიცდის ახალი შემადგენლობა. პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ბატონი ალექსანდრე ჯეჯელავა არავითარი დევალვაციის შედეგად არ წასულა, ის ძალიან ღირსეული  მინისტრი იყო. მან თვითონ გადაწყვიტა, რომ დაუბრუნდეს იმ საქმიანობას, რასაც აკეთებდა მინისტრობამდე. რაც შეეხება მამუკა ბახტაძის კანდიდატურას, მე ვფიქრობ რომ ის საკმაოდ აქტიური იყო რკინიგზის ხელმძღვანელობის დროსაც. მე ვერ გავიზიარებ თქვენ შეფასებებს რკინიგზის მაჩვენებელი არ არის პირდაპირი გამოხატულება მენეჯმენტის. ეს ჯი ეს-თან დადებულ ხელშეკრულება ჩვენ მემკვიდრეობით მივიღეთ წინა ხელისუფლებიდან. თუ რატომ არ მოეწერა დღემდე ხელი, ამას ძალიან მარტივი მიზეზი აქვს, იმიტომ რომ რუსეთის მხრიდან იყო მოთხოვნები, რომლებიც ჩვენთვის არ არის მისაღები,“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.  

დღის ამბები