25 აპრილი 2024,   15:56
ვრცლად
17 წლის მოზარდის მდგომარეობა, რომელმაც თვითდაზიანებები სავარაუდოდ ე.წ. ლურჯი ვეშაპის თამაშის გამო მიიყენა კრიტიკულია

17 წლის მოზარდის მდგომარეობა, რომელიც ხელვაჩაურში ერთ-ერთ კლინიკაშია მოთავსებული, კვლავ კრიტიკულია. ოჯახის წევრები და ახლობლები არ გამორიცხავენ, რომ თვითდაზიანების მიზეზი, რომელიც მოზარდმა მიიყენა ინტერნეტ თამაში "ლურჯი ვეშაპია".

მოზარდმა დაზიანებები 2 დღის წინ სანადირო თოფით მიიყენა.

ფაქტთან დაკავშირებით დღეს ხელვაჩაურის #1 საჯარო სკოლაში სამართალდამცავები და სოციალური მუშაკები იმყოფებოდნენ. სოციალური სამსახურის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ მისი უწყებისთვის სკოლიდან არ მიუმართავთ და სწორედ ამიტომ არ მომხდარა სოციალური მუშაკების საქმეში ჩართვა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები