19 აპრილი 2024,   02:07
ვრცლად
საზოგადოებას მინდა ბოდიში მოვუხადო - პრემიერის პირველი კომენტარი ნიკა მელიას გინების შემდეგ

გიორგი კვირიკაშვილმა ნიკა მელიასთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით საზოგადოებას ბოდიში მოუხადა. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ნიკა მელიამ მისი წყობიდან გამოყვანა შეძლო.  

„მანამდე  ვიდრე ჩვენ ვიქნებით დეპუტატები, თუ მთავრობის წევრები, თუნდაც პრემიერ-მინისტრი, ჩვენ ყველანი ვართ ადამიანები და ჩვენ ჩვენი ღირსება გაგვაჩნია. საზოგადოებას მინდა ბოდიში მოვუხადო ჩემი ზედმეტი ემოციებისთვის, მაგრამ სამწუხაროდ „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა, ყველას არ ეხება ეს შეძლო რომ გამოეყვანა მდგომარეობიდან ჩემი თავი და ეს არ იყო კარგი საყურებელი. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ რა თანამდებობაზეც არ უნდა ვიყოთ ჩვენ, ჯერ ჩვენი ღირსების დაცვა გვავალია და მერე ყველაფერი დანარჩენი,“-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შეხვედრისას სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა ნიკა მელიასა და პრემიერ-მინისტრს შორის, რა დროსაც გიორგი კვირიკაშვილმა მელიას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

განმარტებები მელიასთან შელაპარაკებასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა „პატრიოტთა ალიანსთან“ შეხვედრისას გააკეთა. მას ირმა ინაშვილმა მიმართა და უთხრა, რომ ის, რაც მელიასთან მოხდა „ქართული ოცნების“ დამსახურებაა.

„ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ გიგა ბოკერიაც და ნიკა მელიაც. იმ საქართველოს რა ვუთხარი, ნიკა მელია რომ გაგიბლატავდებათ რა,“-განაცხადა ინაშვილმა. 

დღის ამბები