20 აპრილი 2024,   02:40
ვრცლად
გიორგი გახარია საზოგადოებაში მთავარ პრობლემად ქურდულ მენტალიტეტს ასახელებს

შინაგან საქმეთა მინისტრმა მთავარ პრობლემად ქურდული მენტალიტეტი დაასახელა. გიორგი გახარიამ ამის შესახებ პარლამენტში ისაუბრა. გიორგი გახარია ფიქრობს, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარმა, ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა, როცა საქმეში 100-ზე მეტი დაკითხული პირიდან გამოძიებასთან თითქმის არავინ არ ითანამშრომლა.

ბოლო დროის ყველაზე ხმაურიანი ფაქტების გამო მინისტრმა დიდი რეფორმები დააანონსა და კრიმინალურ პოლიციასა და სასაზღვრო პოლიციაში დაგეგმილ ცვლილებებზე ისაუბრა.

გიორგი გახარიამ აღიარა, რომ საზოგადოებაში პოლიციის მიმართ ნდობა დაბალია.

სისტემური პრობლემისა და აუცილებელი რეფორმებზე საუბრის გარდა, ახალი მინისტრი დღეს საგამოძიებო სტანდარტებს კრიტიკასაც არ მოერიდა, თუმცა მისი წინამორბედის საქმიანობის კონკრეტული შეფასებისგან თავი შეიკავა. გახარია ფიქრობს, რომ კრიმინალური პოლიციის მიერ მოპოვებული მტკიცებულებები ხშირ შემთხვევაში ვერც პროკურატურისა და ვერც სასამართლოს სტანდარტს ვერ უძლებს. 

დღის ამბები