18 აპრილი 2024,   04:41
ვრცლად
ყაჩაღობის მცდელობა ქუთაისში - 14 წლის ბიჭს, რომელმაც თავდამსხმელებს წინააღმდეგობა გაუწია, ესროლეს

14 წლის ბიჭი, რომელმაც სიცოცხლის რისკის ფასად ოჯახში შესულ ყაჩაღებს წინააღმდეგობა გაუწია - თავდასხმა ქუთაისში, სულხან-საბას ქუჩაზე მოხდა.

სამმა თავდამსხმელმა ჯერ სახლის კარი შეანგრია და იარაღის მუქარით ფული და ოქროულობა მოითხოვა. თავდამსხმელებს წინააღმდეგობა მამა-შვილმა გაუწია, რა დროსაც ნიღბიანებმა 14 წლის მოზარდს ესროლეს. სკოლის მოსწავლე ფეხში დაიჭრა.

მამა-შვილის წინააღმდეგობის შემდეგ თავდამსხმელები გაიქცნენ და ოჯახიდან, ვერაფრის წაღება ვერ შეძლეს. დაზარალებულების ყვირილის ხმაზე გამოსულმა მეზობლებმა კი დაჭრილი მოზარდის დასახმარებლად სასწრაფო დახმარების სამსახური გამოიძახეს.

დაჭრილი მოზარდი ამ დრომდე ქუთაისის ჰოსპიტალში რჩება. მას ფეხში ერთი ტყვია სავარაუდოდ, გადაჭრილი სანადირო თოფიდან აქვს მოხვედრილი. მოზარდს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.

ავტორი: ედიშერ მუშკუდიანი. 

დღის ამბები