24 აპრილი 2024,   15:00
ვრცლად
15 წლის მოზარდის დაჭრის საქმეზე პოლიცია სათვალთვალო კამერების ჩანაწერებს სწავლობს

რუსთაველის გამზირზე, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ეზოში დაჭრილი 15 წლის მოზარდის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა.

გამოძიებას ჯერჯერობით ბრალდებული არ ჰყავს. უცნობია ვინ მიაყენა მოზარდს გულ-მკერდის არეში დანით 4 ჭრილობა. მომხდართან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია ვრცელდება. მათ შორის ერთ-ერთის თანახმად მოზარდს კონფლიქტი თანატოლებთან პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მოუვიდა, სადაც ის მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. სამართალდამცველებმა არასრულწლოვნები უკვე დაკითხეს.

სამართალამცველებმა შემთხვევის ადგილიდან სათვალთვალო კამერების ჩანაწერები უკვე ამოიღეს, თუმცა მოახდინა თუ არა გამოძიებამ სავარაუდო ბრალდებულის იდენტიფიცირება, შინაგან საქმეთა მინისტრს არ დაუკონკრეტებია.

ამავე თემაზე
დღის ამბები