23 აპრილი 2024,   18:35
ვრცლად
"ძალიან რთული მოსათმენია" - კვირიკაშვილი-მელიას ინციდენტს მმართველ გუნდში აფასებენ

კვირიკაშვილი-მელიას დაპირისპირებაზე, რა დროსაც პრემიერ-მინისტრმა "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს აგინა, შეფასებები მმართველ გუნდში გააკეთეს.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ეს ფორმატი კითხვა -პასუხს არ ითვალისწინებდა პრემიერ-მინისტრი სცემდა ამომწურავ პასუხებს ოპოზიციას თუმცა ისინი პროვოკაციაზე მაინც წავიდნენ.

„მე ვფიქრობ, რომ სცენარი იყო წინასწარ შედგენილი და სცენარმა სამწუხაროდ ჰპოვა განხორციელება ამ კედლებში,“-განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ, ბექა ოდიშარიამ.

მამუკა მდინარაძის განცხადებით კი „ნაციონალური მოძრაობა" აგრძელებს  ნერვების მოშლას საზოგადოებისთვის და ოპონენტებისთვის.

„ძალიან რთულ მოსათმენია, როდესაც უზრდელობის, პროვოკაციების ფონზე აპირებენ ისინი პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნას,“-განაცხადა მდინარაძემ.

გიორგი კახიანის შეფასებით კი „ნაციონალური მოძრაობის“ მიზანი არ იყო კითხვებზე პასუხების მოსმენა.

„ეს იყო მცდელობა პოლიტიკური შოუს დადგმის,“-განაცხადა კახიანმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები