19 აპრილი 2024,   08:54
ვრცლად
რუსთაველის გამზირზე მომხდარი არასრულწლოვნის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

3 დღიანი ძებნის შემდეგ, პოლიციელებმა რუსთაველის გამზირზე მომხდარი არასრულწლოვნის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. დაკავებული 17 წლის მოზარდია, რომელიც სამართალდამცველებმა წეროვანში აიყვანეს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის და მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 2000 წელს დაბადებული ჯ.ჩ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 19 დეკემბერს თბილისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე სკვერში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 2002 წელს დაბადებულ მ.მ.-ს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა” - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინსიტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შემთხვევა 19 დეკემბერს მოხდა, კონფლიქტის მიზეზი კი ურთიერთშელაპარაკება გახდა. დაჭრილი მოზარდი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს, რაც 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები