16 აპრილი 2024,   09:29
ვრცლად
ქუთაისში 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს - გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოდ, მხუთავი აირის გაჟონვაა

ქუთაისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს. მათი გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოდ, მხუთავი აირის გაჟონვა გახდა.

ადგილობრივების თქმით, გარდაცვლილია 2 მამაკაცი. მათივე ინფორმაციით, შემთხვევის დროს სახლში ერთი ქალბატონიც იმყოფებოდა, რომელიც ამ დროისთვის საავადმყოფოში იმყოფება.  

მომხდარზე პოლიციამ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ცნობილია, რომ პირველადი დათვალიერებით, ცხედრებს დაზიანებები არ აღენიშნებათ.

დღის ამბები