23 აპრილი 2024,   15:32
ვრცლად
თბილისის ერთ-ერთი საბავშვო ბაღიდან 6 კილოგრამი ხორცის გადამალვისთვის 4 თანამშრომელი გაათავისუფლეს

თბილისის ერთ-ერთი საბავშვო ბაღიდან 6 კილოგრამი ხორცის გადამალვისთვის 4 თანამშრომელი გაათავისუფლეს. მონიტორინგის სამსახურმა გადამალული ხორცი 209-ე საჯარო ბაგა ბაღის სამზარეულოში იპოვა.

ბავშვების კვებისთვის განკუთვნილი 6 კილოგრამი საქონლის ფარშის მითვისებისთვის სამზარეულოს 4 თანამშრომელის გათავისუფლების გადაწყვეტილება ბაღის დირექტორმა მიიღო.

ელისაბედ გორგიშელი 209-ე ბაგა ბაღს რამდენიმე თვეა ხელმძღვანელობს. მას მანამდე პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება არ ჰქონია. სკოლამდელი აღზრდის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციაში ფიქრობენ, რომ გორგიშელმა ბაღის დირექტორის თანამდებობა "ქართული ოცნების" კოორდინატორობით დაიმსახურა.

წესდების მიხედვით, ბაღში ნებისმიერ დარღვევაზე პასუხისმგებელი პირი დირექტორია. ამას ბაღების სააგენტოს ახალი უფროსი ადასტურებს.

მონიტორინგის სამსახური ბაღების შემოწმებას ახალი წლიდან კვლავ განაგრძობს.

 

 

 

დღის ამბები