20 აპრილი 2024,   12:20
ვრცლად
"სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მედია პლურალიზმის შენარჩუნება“ - ფიქრია ჩიხრაძე

პრეზიდენტი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს შეხვდა. შეხვედრის მთავარი საკითხი კვლავ სადავო საკანონმდებლო ცვლილებებია, რომელთა მიხედვით, მაუწყებელს კომერციული რეკლამის განთავსების შესაძლებლობა მიეცემა.

„მე როგორც დამრჩა შთაბეჭდილება, რაღაც ნორმებზე დარჩა კითხვები, რაღაც ნორმებზე მგონია, რომ სწორია ცვლილებები,“ - აღნიშნა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ გრიგოლ გოგელიამ.

მაუწყებლის შესახებ კანონთან დაკავშირებით, განცხადება გააკეთა საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა პოლიტიკურ საკითხებში ფიქრია ჩიხრაძემ.

„საზოგადოებრივი მაუწყებელი ყველას გვადარდებს. ამავე დროს, ჩვენთვის სასიცოცხლოდ  მნიშვნელოვანია მედია პლურალიზმის შენარჩუნება,“ - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

ცვლილებები ორი მოსმენით უმრავლესობამ უკვე მიიღო, თუმცა არასამთავრობო სექტორი და კერძო მაუწყებლები ამ ინიციატივის წინააღმდეგ გამოდიან, რადგან საზოგადოებრივი მაუწყებელი ბიუჯეტიდან 52 მილიონი ლარით ფინანსდება, მაშინ როდესაც კერძო ტელეკომპანიების შემოსავლების ერთადერთი წყარო სწორედ კომერციული რეკლამაა.

მესამე სექტორმა ამ პაკეტთან დაკავშირებით პრეზიდენტს ვეტოს უფლების გამოყენებაც ურჩია.

 

 

დღის ამბები