25 აპრილი 2024,   03:21
ვრცლად
მმართველი გუნდის 9 დეპუტატმა რეგისტრაცია ისე გაიარა, რომ პარლამენტის დარბაზში არ ყოფილა - კობახიძე სიას ითხოვს 

საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატების მობილიზებას ორ საათზე მეტი დასჭირდა. პარლამენტის თავმჯდომარემ ქვორუმის პრობლემის გამო, დეპუტატების რაოდენობა პირადად დათვალა. კანონმდებლების რაოდენობა 76 დეპუტატს შეადგენდა, თუმცა რეგისტრაცია 84-მა დეპუტატმა გაიარა.

გაირკვა, რომ მმართველი გუნდის 9 დეპუტატმა რეგისტრაცია ისე გაიარა, რომ სასესიო დარბაზში არ ყოფილა.

თავმჯდომარემ სიის გადაცემის მოთხოვნით მანდატურის სამსახურს მიმართა. ირაკლი კობახიძემ არ გამორიცხა, რომ მსგავსი ფაქტის განმეორების შემთხვევაში, დეპუტატთა ვინაობა გასაჯაროვდეს. 

დღის ამბები