20 აპრილი 2024,   16:01
ვრცლად
რუსეთის მმართველმა პარტიამ პრეზიდენტის პოსტზე პუტინის კანდიდატურის წარდგენას მხარი დაუჭირა

რუსეთის მმართველმა პარტიამ პრეზიდენტის პოსტზე ვლადიმერ პუტინის კანდიდატურის წარდგენას მხარი დაუჭირა.

გადაწყვეტილება ედინაია რასიას რიგით 27-ე ყრილობაზე მიიღეს.

დელეგატებს სიტყვით თავად ვლადიმერ პუტინმაც მიმართა.

პრეზიდენტის თქმით, რუსეთმა ეკონომიკურ და სოციალურ სფეროებში ნეგატიური ტენდენციები უკვე გადალახა და მომავალშიც გააგრძელებს სვლას გამარჯვებიდან გამარჯვებამდე.

პუტინმა ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კონფრონტაციას არავისთან ეძებს.

საპრეზიდენტო არჩევნები რუსეთში 18 მარტს არის დანიშნული. 

დღის ამბები