19 აპრილი 2024,   20:04
ვრცლად
“ერთად მოვრთოთ თბილისი” - დედაქალაქის მერია ახალ კამპანიას იწყებს

“ერთად მოვრთოთ თბილისი” - დედაქალაქის მერია ახალ კამპანიას იწყებს. კახა კალაძემ თბილისელებს ქალაქის საახალწლოდ გალამაზებაში მონაწილეობა შესთავაზა.

ინიციატივა თბილისის მერმა საახალწლო ქალაქის მოსამზადებელი სამუშაოების დათვალიერების შემდეგ გაჟღერა.

დედაენის ბაღში კი ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის მრავალფეროვანი გასართობი პროგრამა ხვალ დილის 12 საათიდან დაიწყება. საახალწლო ქალაქი თბილისში 8 იანვრამდე დარჩება.

„სამწუხაროდ, ჩვენი რეალობიდან გამომდინარე, ჩვენ ვერ მოვახერხეთ, რომ ყველა რაიონში შევიდეთ, ყველა ქუჩა მოვრთოთ და გავალამაზოთ საახალწლოდ. შესაბამისად მინდა, ქალაქის მოსახლეობას ვთხოვო დახმარება, თანადგომა, რომ მონაწილეობა მიიღონ ქალაქის მორთვაში. ძალიან ელემენტარული, უბრალო რამ არის გასაკეთებელი, რომ ყველა ოჯახმა ერთი საახალწლო განათება, ნათურა საკუთარ აივანზე, ფანჯარაზე გადმოკიდოს,“ - განაცხადა კახა კალაძემ. 

დღის ამბები