19 აპრილი 2024,   11:26
ვრცლად
ლონდონის ზოოპარკში გაჩენილი ხანძრის შედეგად 9 ადამიანი დაშავდა

ლონდონის ზოოპარკში გაჩენილი ხანძრის შედეგად 9 ადამიანი დაშავდა. სტიქიას 70-მდე მეხანძრე რამდენიმე საათის განმავლობაში ებრძოდა.

ხანძარი თავდაპირველად კონტაქტური ზოოპარკის სექციაში გაჩნდა, რის შემდეგაც ცეცხლი გვერდით მდებარე მაღაზიასა და კაფეზეც გავრცელდა.

ყველა დაშავებული ზოოპარკის თანამშრომელია, ერთ მათგანს საავადმყოფოში გადაყვანაც დასჭირდა.

ხანძრის შედეგად დაიღუპა ერთი ცხოველიც, რამდენიმეს კი ეძებენ. ლონდონის ზოოპარკი ამ დრომდე დაკეტილია და ის საგამოძიებო სამუშაოები მიმდინარეობს.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

დღის ამბები