20 აპრილი 2024,   15:25
ვრცლად
"ადვოკატთა ასოციაციის" ხელმღვანელად დავით ასათიანი აირჩიეს

"ადვოკატთა ასოციაციის" ხელმღვანელად 922 ხმით დავით ასათიანი აირჩიეს. არჩევნების მეორე ტური სპორტის სასახლეში დღეს გაიმართა. მისმა კონკურენტმა, ლევან ჯანაშიამ კი 23 ხმა მოაგროვა. 

პირველ ტურში ვერცერთმა კანდიდატმა 50 პროცენტიანი ბარიერი ვერ გადალახა. მეორე ტურში კი ერთმანეთს დავით ასათიანი და ლევან ჯანაშია უპირისპირდებოდნენ. ლევან ჯანაშიამ არჩევნების მეორე ტურს ბოიკოტი გამოუცხადა. 

არჩევნების ლეგიტიმურობაში ეჭვი არ ეპარება დავით ასათიანს. 

 

 

დღის ამბები