26 აპრილი 2024,   00:59
ვრცლად
ის აღარ იყო იმ წუთას საქართველოს პრემიერი თავისივე ნებით - დავით პაიჭაძე პრემიერის გინებაზე

„რაც მოხდა იბერიაში, მართლაც მიმაჩნია ექოდ, კერძო გამოვლენად და მეტ-ნაკლებად, ლოგიკურ გაგრძელებად იმის, რაც იყო იმის წინა დღეს,“ - ასე აფასებს ჟურნალისტი დავით პაიჭაძე იბერიაში მომხდარ დაპირისპირებას.

მან ასევე საქართველოს პრემიერის პარლამენტში გინებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ პრემიერის ყოველი ქმედება საქართველოს სახელით ხდება.

„საქართველოს პრემიერი, როდესაც ის კეთილებს აგინებდა პოლიტიკურ ოპონენტს, გავიდა თავის თავიდან, გავიდა თავის ამპლუიდან. ის აღარ იყო იმ წუთას საქართველოს პრემიერი თავისივე ნებით,“ - განაცხადა დავით პაიჭაძემ.

ამასთან, ის ფიქრობს, რომ პრემიერის მიერ 2018 წლის "დიალოგის წლად" გამოცხადება კვირიკაშვილის მხრიდან რეაბილიტაციის მცდელობაა.

დღის ამბები