19 აპრილი 2024,   22:08
ვრცლად
მკვლელობა არის გამართლებული ღირსების დაცვით და იმავეს ამბობს პრემიერი, რაც ძალიან ცუდი ტენდენციის დამამკვიდრებელია - ნინო დანელია

„ჩემთვის ეს იყო რაღაცნაირად, უბრალოდ, უფრო მკაფიო გამოხატულება იმ ძალადობრივი პოლიტიკის, რომელსაც მიმართავს ქართული ოცნება,“ - ეს განცხადება მედიის მკვლევარმა, ნინო დანელიამ, პრემიერის მხრიდან პარლამენტში ოპონენტის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის შეფასებისას გააკეთა.

ნინო დანელია აღნიშნავს, რომ მმართველი გუნდის მიერ მიღებული კანონპროექტები მხოლოდ და მხოლოდ, ხელის გადაგრეხვაა, რის მაგალითადაც, „საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ" კანონს ასახელებს.

ნინო დანელია საზოგადოებრივი მაუწყებლის და იმედის მიერ პრემიერის გინების არგაშვების ფაქტს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ „პრემიერის გინება არ გასულა ეთერში იმიტომ, რომ ეს ტელეკომპანიები, რასაკვირველია, პირველ რიგში, მოუფრთხილდნენ ბატონი კვირიკაშვილის იმიჯს და რასაკვირველია, მმართველი პარტიის იმიჯს იმიტომ, რომ ყველა ხვდება, რომ ის ძალიან ცუდად გამოიყურება“.

ნინო დანელია ფრაკნფურტის წიგნის ფესტივალს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ, როდესაც ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ მანანა ბერიკაშვილი არ უნდა იღებდეს ამ ღონისძიებაში მონაწილეობას, კულტურის და სპორტის მინისტრი, მიხეილ გიორგაძე „ძალადობრივად არ ეთანხმება გამოთქმულ მოსაზრებებს".

ნინო დანელიას თქმით, ღირსების დაცვით პრემიერის ქმედების გამართლება არასწორია, რადგან დღევანდელი რეალობა სულ სხვანაირია.

„როდესაც ყველანაირი ძალადობა, მათ შორის, მკვლელობა არის გამართლებული ღირსების დაცვით და იმავეს ამბობს პრემიერი, ეს არის ძალიან ცუდი ტენდენციის დამამკვიდრებელი,“ - განაცხადა ნინო დანელიამ.

დღის ამბები