16 აპრილი 2024,   19:24
ვრცლად
უკრაინელმა მესაზღვრებმა ქართველი დიპლომატი დააკავეს

უკრაინელმა მესაზღვრებმა ქართველი დიპლომატი დააკავეს.

მედიის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე, რომელსაც დიპლომატიური პასპორტი ჰქონდა, "უჟგოროდის" გამშვებ პუნქტზე კონტრაბანდული ტვირთის გადატანისთვის აიყვანეს.

დაკავებულის ვინაობა არ სახელდება.

ცნობილია, რომ ის უკრაინის საზღვრის გადაკვეთას მერსედესის მარკის ავტომობილით ცდილობდა, რომელიც ჩეხეთშია რეგისტრირებული.

მედიის ინფორმაციით, მძღოლი მანქანის დათვალიერების საშუალებას მესაზღვრეებს არ აძლევდა, რის გამოც ადგილზე უკრაინაში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლების და ადვოკატის გამოძახება გახდა საჭირო.

კონსულთან მოლაპარაკებების შემდეგ მძღოლმა მესაზღვრეებს ავტომობილის დათვალისრების საშუალება მისცა, რომელშიც 45 ყუთი კონტრაბანდული სიგარეტი აღმოჩნდა.

დღის ამბები