19 აპრილი 2024,   06:03
ვრცლად
საპოლიციო კონტროლი დასრულდა - შსს-ს განცხადება

დღეს, დილის 6 საათზე საპოლიციო კონტროლი დასრულდა.

ამის შესახებ განცხადება ამ წუთებში შსს-ში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გაკეთდა, სადაც შსს-ს წარრმომადგენელმა პოლიციას და მოქალაქეეებს მადლობა გადაუხადა.  

როგორც ბრიფინგზე ითქვა, კონტროლის დროს სულ დაკავებულია 127 პირი. მათ შორის, სსსკ-ით გათვალისწინებული დანაშაულისთვის - 45 პირი.

"მათ შორის არიან ნარკოტიკების უკანონოდ შეძენა-შენახვისთვის დაკავებული პირები. ასევე, სხვადასხვა დანაშაულისთვის ძებნილი 5 პირი. ცივი იარაღის ტარებისთვის გამოვლინდა 96 პირი, ამოღებულია 1 კილოგრამზე მეტი ჰეროინი და  სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები. ასევე, 73 ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი, 54 ხელყუმბარა, 122 კაფსულ-დეტონატორი, 3740 ცალი ვაზნა. საპოლიციო კონტროლის შედეგად სულ გადამოწმდა 52 ათასამდე პირი. ასევე დაკავებულია რანდენიმე ნარკორეალიზატორი, მათ შორის 1 უცხო ქვეყნის მოქალაქე," - განაცხადა ბრიფინგზე მამაუკა ჭელიძემ.  

გარდა ამისა, როგორც ბრიფინგზე ითქვა, სამართალდამცველებს ჰქონდათ მკაცრი მითითება, რომ კანონის სრული დაცვით ემოქმედათ. თუმცა, რამდენიმე ფაქტზე შსს-ს გენინსპექციაში მიმდინარეობს მოკვლევა.  

"იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა სამსახურეობრივი გადაცდომა, თოთოეულ ფაქტს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება," - განაცხადა მამუკა ჭელიძემ.        

 

 

დღის ამბები