18 აპრილი 2024,   19:46
ვრცლად
ალექსეი ნავალნი რუსეთის პრეზიდენტის პოსტის დასაკავებლად ბრძოლას იწყებს

ალექსეი ნავალნი რუსეთის პრეზიდენტის პოსტის დასაკავებლად ბრძოლას იწყებს.

ოპოზიციის ლიდერი პრეზიდენტობის კანდიდატად საინიციატივო ჯგუფმა, დაახლოებით, 1 საათის წინ წარადგინა.

ცერემონია მოსკოვის ერთ-ერთ ქუჩაზე, საგანგებოდ აგებულ კარავში, გაიმართა.

კანონის თანახმად, ნასამართლეობის გამო, ალექსეი ნავალნის არჩევნებში მონაწილეობის უფლება არა აქვს. თუმცა, ოპოზიციის ლიდერი საპრეზიდენტო მარათონში დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით მაინც ერთვება.

მისი თქმით, მოქმედი კანონმდებლობით, კანდიდატად დასახელებისთვის სხვადასხვა რაიონებში საინიციატივო ჯგუფის შექმნა და, სულ მცირე, 500 ამომრჩევლის ხმაა საჭირო.

ნავალნი ფიქრობს, რომ ამომრჩევლების მხარდაჭერა აიძულებს ცესკოს, ის კანდიდატად ოფიციალურად დაარეგისტრიროს.

ალექსეი ნავალნის საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელებას მოსკოვში 742 ამომრჩეველი მიემხრო. იგივე პროცესი რუსეთის სხვა რეგიონებშიც მიმდინარეობს და მას ცესკოს წარმომადგენლებიც ესწრებიან.


დღის ამბები