19 აპრილი 2024,   23:05
ვრცლად
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ირანის მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვიდეომასალა გაავრცელა, რომელიც საპოლიციო კონტროლის ფარგლებში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ამოღებას უკავშირდება.

პოლიციამ თბილისში ნარკოტიკის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ირანის რესპუბლიკის მოქალაქე, 27 წლის ახალგაზრდა დააკავა.

მისი პირადი ჩხრეკისას 1 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ამოიღეს.

გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულს ნარკოტიკი ქვეყანაში სისტემატიურად შემოჰქონდა და მის რეალიზაციას ძირითადად ფონიჭალაში ახორციელებდა.

დღის ამბები