19 აპრილი 2024,   11:50
ვრცლად
ორი პოლიციელის მკვლელობისთვის მსჯავრდებული შალვა აბულაძის განაჩენი შესაძლოა, თავდაყირა დადგეს

ორი პოლიციელის მკვლელობისთვის გასამართლებული და სამუდამო პატიმრობით ციხეში მჯდომი მსჯავრდებულის საქმე შესაძლოა, თავდაყირა ალტერნატიული ექსპერტიზის პასუხებმა დააყენოს.

შალვა აბულაძეს 2015 წლის 4 აპრილს ვარკეთილში პოლიციელებთან შეტაკების შედეგად სამართალდამცავების მკვლელობა ედებოდა ბრალად. თუმცა, დამოუკიდებელი ექსპერტიზის დასკვნაში წერია, რომ ერთი პოლიციელი არა უშუალოდ აბულაძის ტყვიას, არამედ დაგვიანებულ სამედიცინო ჩარევას ემსხვერპლა. ხოლო მეორე პოლიციელის შემთხვევაში გაირკვა, რომ ადგილზე ნაპოვნი მასრები სხვადასხვა იარაღიდან არის ნასროლი და შესაძლოა, სამართალდამცველი სხვისმა ტყვიამ იმსხვერპლა.

ექსპერტიზის დასკვნა სასამართლოს ხვალ წარედგინება. 

 

 

ავტორი: გიორგი გვიშიანი

დღის ამბები