25 აპრილი 2024,   19:51
ვრცლად
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ მაშნაარში გაზგასამართი სადგური დააყაჩაღეს

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ მაშნაარში გაზგასამართი სადგური დააყაჩაღეს. თვითმხილველების ინფორმაციით, სამმა თავდამსხმელმა თანხის წაღება მოახერხა, თუმცა, ზუსტი ოდენობა ცნობილი არ არის.

შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება ყაჩაღობის მუხლით დაიწყო. უწყების ცნობით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

სოფელ მაშნაარში გაზგასამართი სადგურის დაყაჩაღების შემდეგ დაკავებული ამ დრომდე არავინ არის.

დღის ამბები