19 აპრილი 2024,   16:57
ვრცლად
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის მოსამზადებელი პროექტი - ამ წუთებში მწერლები და გამომცემლები კულტურის მინისტრს ხვდებიან

გაურკვევლობა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობასთან დაკავშირებით გრძელდება. როგორ წარიმართება სამზადისი პრესტიჟული წიგნის ბაზრობისთვის და ვინ ჩაუდგება მას სათავეში, შესაძლოა დღესვე გახდეს ცნობილი. ამ წუთებში მწერლები და გამომცემლები კულტურის მინისტრს ხვდებიან.

ბოლო ასეთი შეხვედრა მათ პარასკევსაც ჰქონდათ, თუმცა ის უშედეგოდ და მწვავე ურთიერთბრალდებებით დასრულდა.

მწერლები და გამომცემლები აღნიშნავენ, რომ დღევანდელი შეხვედრა ბევრად უფრო საქმიანი ფორმატისაა. მათი სურვილია, გაირკვეს, თუ როგორ გაგრძელდება 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობისთვის მოსამზადებელი ეტაპი და როგორ გადანაწილდება პასუხისმგებლობები.

„ჩვენ არ ვიცით სურათის შეცვლის შესახებ არაფერი, იმიტომ რომ ჩვენი ბოლო შეხვედრის დროს, პარასკევს, ქალბატონმა მანანამ სრულ შემადგენლობას, ვინც ამ შეხვედრას ვესწრებოდით, გვითხრა, რომ ის ტოვებდა პროექტს შესაბამისად, ჩვენ სხვა ინფორმაცია პირადად არ მოგვისმენია, ამიტომ თუ რამე არის ცვლილება და ვინმემ შეცვალა გადაწყვეტილება, ამის შესახებაც დღეს შევიტყობთ,“ - განაცხადა გამომცემელთა ასოციაციის თავმჯდომარემ გვანცა ჯობავამ.

განცხადება გააკეთა მწერალი არჩილ ქიქოძემ, რომელმაც აღნიშნა, პარასკევისგან განსხვავებით, დღევანდელ შეხვედრას უფრო ნაკლები ადამიანი ესწრება. ასევე, დღევანდელ შეხვედრას არ ესწრება მანანა ბერიკაშვილი.

 

 

 

დღის ამბები