24 აპრილი 2024,   21:49
ვრცლად
გიორგი ლუკავა, რომელმაც სოხუმის დრანდის ციხეში 7 წელი გაატარა, თავისუფალია

გიორგი ლუკავა თავისუფალია. ის ცოტა ხნის წინ უკვე ქართულ მხარეს გადმოსცეს. ლუკავა სოხუმის დრანდის ციხეში 7 წლის განმავლობაში იყო დატყვევებული, მას 20-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ლუკავას მეუღლის ინფორმაციით ის წითელმა ჯვარმა გადმოიყვანა ენგურის ხიდზე და ამ დროისთვის ქართველების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.

„როგორც ვიცი წითელმა ჯვარმა გადმოიყვანა. არანაირი გაცვლა არ ყოფილა. არის ამ წუთას ენგურის ხიდზე. აფხაზური მხარისგან გავიგე ინფორმაცია რომ ლუკავა გაიყვანეს და ახლა დამიდასტურა ქართულმა მხარემ და თვითონ დამელაპარაკა, რომ ის გადმოვიდა ენგურის ხიდებზე,“-განაცხადა გიორგი ლუკავას მეუღლემ ლალი ბასარიამ.

დღის ამბები