23 აპრილი 2024,   19:45
ვრცლად
ნახევრად ცარიელი ახალი წლის ნობათი, რომელიც ყველა ბენეფიციარისთვის გათვალისწინებული არ არის 

ახალ წლის ნობათში, რომელიც სოციალურად დაუცველებმა გამგეობებისგან საჩუქრად მიიღეს, ერთი ბოთლი ზეთი, ერთი კილოგრამი შაქარი, ერთი ქილა მწვანე ბარდა, ორი კონსერვი და ცოტაოდენი ტკბილეული შედის.

საახალწლო ამანათი ყველას არ ერგო. გავრცელებული ინფორმაციით, მთაწმინდის რაიონის გამგეობამ, საახალწლო საჩუქრები შარშანდელთან შედარებით 237-ით ნაკლებ ადამიანზე გასცა. რატომ შემცირდა ბენეფიციარების და ულუფების რაოდენობა უფასო სასადილოში ვერ გვეუბნებიან.

გამგეობები საჩუქრებს თბილისის რაიონებში გახსნილ უფასო სასადილოებში არიგებენ. ერთ-ერთ სასადილოში ამბობენ, რომ სასაჩუქრე ულუფაში ადრე ქათმის ხორცი და ბურღულეულიც შედიოდა, წელს კი ამანათი რეალურად ცარიელია.

"ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, გასულ წელთან შედარებით სოციალურად დაუცველთა ბაზა 14 ათასი ადამიანით შეამცირეს. მომხდარზე პასუხისმგებლობას არ იღებს მერია.

დღის ამბები