24 აპრილი 2024,   20:02
ვრცლად
3 მილიარდიანი კორუფციის სქემა და უწყეების სია, რომელთა მიერ ჩატარებულ ტენდერებთან დაკავშირებით მესამე სექტორს კითხვები აქვს

„საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო“ სკანდალური ანგარიშს აქვეყნებს, სადაც სახელმწიფო ტენდერებსა და მასთან დაკავშირებულ საეჭვო გარიგებებზეა საუბარი. ორგანიზაცია 3 მილიარდი ლარის პოლიტიკური კორუფციის სქემაზე აკეთებენ განცხადებას. გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაცია იმ სახელმწიფო უწყებების, კერძო კომპანიების და პოლიტიკური პარტიის სიას აქვეყნებს, რომლების ურთიერთობაც სწორედ კორუფციის შესახებ აჩენს კითხვებს. მათ შორის არის შემთხვევები, როდესაც კომპანია ჯერ ტენდერში იმარჯვებდა და შემდეგ ფუძნდებოდა, ან კომპანიის მფლობელი ტენდერში გამარჯვების პარალელურად „ქართულ ოცნებას“ სოლიდურ თანხას სწირავდა. საუბარია 150 კომპანიებზე,რომლებმაც სახელმწიფოსგან75 მილიონის დაკვეთა მიიღეს. შემდეგ კი „ქართულ ოცნებას“ 6 მილიონი აჩუქეს.


დღის ამბები