18 აპრილი 2024,   12:50
ვრცლად
ზვიად რატიანის ადვოკატი პროკურატურისგან პოეტისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას ითხოვს

პოეტ ზვიად რატიანის ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას ითხოვს. გარდა ამისა,  სოფო ვერძეული აცხადებს, რომ ამ ეტაპზე გამოძიება მიმდინარეობს უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე თუმცა ის გარემოებები, რომელზეც პოეტი მიუთითებს იძლევა იმის საფუძველს, რომ მუხლი გადაკვალიფიცირდეს და გამოძიება არასათანადო მოპყრობის ფაქტზე გაგრძელდეს.

პოეტ ზვიად რატიანის ადვოკატებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს ვიდეოჩანაწერები ამ დრომდე არ გადაუცია.

თავად ზვიად რატიანმა დღეს კიდევ ერთხელ ისაუბრა 23 დეკემბერს მომხდარ ინციდენტზე.

„მანქანაში როდესაც ძალით ჩამსვეს, მე ვიყავი შებოჭილი სახით ქვემოთ ანუ მუხლებთან ან ფეხებში უკან მჯდომი პოლიციელის. მე ვერ ვხედავდი მარშუტებს. ამ პერიოდში მირტყავდნენ, იყო სიტყვიერი შეურაცხყოფა. მე ნამდვილად მახსოვს სახე, დამამახსოვრდა. ვინ როგორ აქტიურობდა მე მიჭირს გახსენება იმიტომ რომ ვერ ვხედავდი იმიტომ რომ ქვემოთ მქონდა სახე. არ მახსოვს რომ ფორმა ეცვათ პირველ ეტაპზე, მარა მერე ვინც იყვნენ იმათ არ ეცვათ ფორმა,“-განაცხადა ზვიად რატიანმა. 

დღის ამბები