19 აპრილი 2024,   07:44
ვრცლად
სპეცოპერაცია პანკისში - ოპოზიციას აჰმედ ჩატაევის საქმეზე კიდევ უფრო მეტი შეკითხვა გაუჩნდა

პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ ოპოზიციას აჰმედ ჩატაევის საქმეზე კიდევ უფრო მეტი შეკითხვა გაუჩნდა. სუს-ის ინფორმაციით, პანკისის ოპერაციის დროს დაკავებულები არიან ის პირები, რომლებიც ჩეჩენ ტერორისტს საქართველოში შემოსვლაში დაეხმარნენ.

„ნაციონალურ მოძრაობას“ აინტერესებს, სპეცსამსახურებიდან ვინ მფარველობდა იმ პირებს, რომლებმაც საქართველოს ტერიტორიაზე აშშ-ის მიერ ძებნილი ტერორისტი შემოიყვანეს.

ოპოზიციისთვის გაუგებარია, როგორ გამოეპარათ ქართველ სამართალდამცველებს დედაქალაქში დიდი ოდენობით ტყვია-წამლის შემოტანა.

„ევროპული საქართველოს“ წევრები დღესაც ითხოვენ პასუხს შეკითხვაზე, ვინ გადაწყვიტა საქართველოდან მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე საშიში ტერორისტის გაშვება, როდესაც ამ საკითხს კატეგორიულად არ ეთანხმებოდა იუსტიციის მინისტრი.

საპარლამენტო უმცირესობაში დარწმუნებულები არიან, რომ მხოლოდ პანკისის დაკვებებითა და ხეობაში აყვანილი პირებით ეს საქმე არ დასრულდება. ოპოზიცია ხელისუფლებას პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებას სთხოვს.

რადიკალურად განსხვავდება მმართველი გუნდის პოზიცია. თეა წულუკიანი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მუშაობით კმაყოფილია და სუს-ს მხარდაჭერას უცხადებს.

არასაპარლამენტო ოპოზიციაში თვლიან, რომ ამ საქმეზე უფრო სერიოზული გამოძიება უნდა ჩატარდეს.

თბილისის ცენტრში მიმდინარე ყველაზე მასშტაბური ანტიტერორისტული სპეცოპერაციიდან ერთი თვის შემდეგ, აჰმედ ჩატაევთან ერთად ლიკვიდირებული პირების ვინაობა დასახელდა. 

დღის ამბები