20 აპრილი 2024,   12:44
ვრცლად
გიორგი გახარიას, პრაქტიკულად არ აქვს შანსი, რომ ის იყოს კარგი მინისტრი - თამარ კორძაია

„ეს კანონი იმას არ გულისხმობს, როგორც მას განმარტავს შს მინისტრი თუ სამინისტრო,“ - ეს განცხადება „საქართველოს რესპუბლიკური პარტიის“ პოლიტიკურმა მდივანმა, თამარ კორძაიამ საპოლიციო კონტროლთან დაკავშირებით არსებულ კანონზე გააკეთა.

კორძაია საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელს მიესალმება და აღნიშნავს, რომ საპოლიციო კონტროლზე არსებული ჩანაწერი კანონის „ბოროტად გამოყენების“ შესაძლებლობას იძლევა.

თამარ კორძაია შს მინისტრს, გიორგი გახარიას მიმართავს და 24-ე მუხლის ბოლო პუნქტს შეახსენებს, სადაც აღნიშნულია, რომ საპოლიციო კონტროლის დროს პოლიციელი ჩართული ვიდეოგადამღებით უნდა სარგებლობდეს.

„სპეციალური საპოლიციო კონტროლი არ გულისხმობს ასე აბსტრაქტულად საპოლიციო კონტროლის ჩატარებას, განუკითხავად. კანონს თუ სწორად წავიკითხავთ, ეს აუცილებლად უნად იყოს დაკავშირებული კონკრეტულ სუბიექტთან, კონკრეტულ ფაქტთან,“ - განაცხადა თამარ კორძაიამ.

კორძაია აღნიშნავს, რომ შს მინისტრი, მინიმუმ, იურისტი უნდა იყოს. თამარ კორძაია ლევან იზორიას ურჩევს, რომ გიორგი გახარიას აღნიშნულ კანონთან დაკავშირებით რეკომენდაციები მისცეს, რადგან სწორედ თავდაცვის მინისტრის მიერ იყო ეს კანონი ინიცირებული.

„შს მინისტრს აქვს ძალიან მძიმე მდგომარეობა და მას აქვს ძალიან მცირე, პრაქტიკულად, არ აქვს შანსი, რომ ის იყოს კარგი მინისტრი. იმიტომ, რომ შს მინისტრისთვის მინიმალური სტანდარტი არსებობს იმისთვის, რომ შს მინისტრი იყოს იურისტი,“ - განაცხადა კორძაიამ. 

დღის ამბები