19 აპრილი 2024,   18:15
ვრცლად
დღეიდან ეკონომიკურ გამოწვევებზე საკონსულტაციო საბჭო იმუშავებს

დღეიდან ეკონომიკურ გამოწვევებზე საკონსულტაციო საბჭო იმუშავებს. ჯგუფი საგარეო ეკონომიკურ საქმიანობაზე, ვაჭრობასა და საექსპორტო პოტენციალზე მომზადებული კვლევის შედეგებს და რეკომენდაციებს ხელისუფლებასა და საზოგადოებას მომდევნო წლის დასაწყისში წარუდგენს.

„საკონსულტაციო ჯგუფის წევრები არიან საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტების აკადემიური სფეროს წარმომადგენელი, პროფესიონალი ეკონომისტები. საკონსულტაციო ჯგუფი იმუშავებს ყველა იმ პრობლემურ, აქტუალურ საკითხზე, გამოწვევაზე, რომელიც საქართველოს ეკონომიკაშია, გააკეთებს ამ ყველაფრის ანალიზს, შეიმუშავებს რეკომენდაციებს და გააცნობს მას როგორც შესაბამის სტრუქტურებს, ისე საზოგადოებას,“ - განაცხადა  საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა.

დღის ამბები