19 აპრილი 2024,   14:56
ვრცლად
კულტურის სამინისტროს წარმომადგენლებისა და მწერლების შეხვედრაზე შს მინისტრი მივიდა

კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები მწერლებს, მთარგმნელებს და გამომცემლებს ხვდებიან. როგორც ცნობილია, შეხვედრას ესწრება კულტურის მინისტრის მიხეილ გიორგაძეც. საუბრის თემა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საორგანიზაციო საკითხებია.

კურიერის ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ მოულოდნელად მათთან შეხვედრაზე შინაგან საქმეთა მინისტრი მივიდა. ამ დროისთვის უცნობია, გიორგი გახარიას კულტურის სამინისტროში მისვლის მიზეზი. შეხვედრა მედიისთვის დახურულია.

როგორც ცნობილია, ბოლო დღეებია პოეტ ზვიად რატიანის მიმართ სამართალდამცველთა მხრიდან განხორციელებული ცემის გამო შინაგან საქმეთა მინისტრს მწერლები აკრიტიკებენ. 

დღის ამბები