25 აპრილი 2024,   12:57
ვრცლად
თბილისში, მცხეთასა და რუსთავში წყალი ძვირდება - რიგში დანარჩენი რეგიონებიც არიან

თბილისის მაცხოვრებლები 1 იანვრიდან წყლის გაზრდილ გადასახადს გადაიხდიან. გადაწყვეტილება ტარიფების მატების შესახებ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ დღეს მიიღო.

დენის შემდეგ, წყალი გაძვირდა თბილისში, მცხეთასა და რუსთავში. ყველაზე მეტად წყალი მცხეთის მოსახლეობას უძვირდება. წყლის გადასახადის გაძვირების რიგში ახლა დანარჩენი რეგიონებია.

"სემეკის" გადაწყვეტილებით, Georgian Water and Power, რომელიც ამავდროულად რუსთავის წყლის და მცხეთის წყალმომარაგების კომპანიის მფლობელიცაა, უკმაყოფილოა.

რატომ ითხოვდა Georgian Water and Power წყლის ტარიფის უფრო მეტად გაზრდას, კომპანიაში აცხადებენ, რომ მთავარი მიზეზი ქსელის მომსახურებაში და ინვესტირების აუცილებლობაშია. კომპანია მომავალი 3 წლის განმავლობაში 190 მილიონზე მეტის დახარჯვას გეგმავს და ეს პროექტი "სემეკთან" უკვე შეთანხმებულია.

"სემეკის" წევრები კომპანიის წარმომადგენლებს დღეს რამდენიმე საათის განმავლობაში უსმენდნენ, საბოლოოდ კი გადაწყვიტეს, რომ კომპანიის გეგმების განხორციელება ახლად დადგენილი ტარიფით შესაძლებელია.

დღის ამბები