25 აპრილი 2024,   03:09
ვრცლად
2 წლის ბავშვის გარდაცვალებაში დედა ექიმებს ადანაშაულებს

ორი წლის ბავშვის გარდაცვალებაში დედა ექიმებს ადანაშაულებს. მოზარდი საავადმყოფოში ფილტვების ანთების დიაგნოზით გარდაიცვალა. ბავშვი კლინიკა "გლობალ-მედში" 22 დეკემბერს მოათავსეს. გარდაცვლილის მშობლები ყვებიან, რომ 2 წლის პაციენტს დიაგნოზი დროულად არ დაუსვეს და ექიმები უყურადღებობის გამო, დანიშნულ მკურნალობასაც სწორად ვერ ასრულებდნენ.

"გლობალ-მედში" ამტკიცებენ, რომ მდგომარეობის გართულების მიუხედავად, ბავშვის გარდაცვალების საფრთხე არ არსებობდა, კლინიკაში პასუხიმგებლობას იხსნიან და ამბობენ, რომ ტრაგედია მეორე კლინიკის ექიმების უყურადღებობამ გამოიწვია.

კლინიკა, სადაც 2 წლის ბავშვი მოათავსეს თბილისის რეფერალური ჰოსპიტალია, კლინიკის მთავარი ექიმი იხსენებს ბავშვის მდგომარეობას შეყვანის წუთებში. მოზარდი იმდენად მძიმედ იყო, რომ სასწრაფოს ექიმებმა ყოველგვარი ლოდინის გარეშე პირადაპირ რეანიმაციაში მოათავსეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ვისი დაუდევრობით გარდაიცვალა 2 წლის ბიჭი, ამას ახლა სპეციალური კომისია სწავლობს. მშობლები იმ მასალის გასაჯაროებას ითხოვენ, რომელიც "გლობალმედის" კლინიკაში შიდა კამერებმა გადაიღეს. გარდაცვლილის დედას ეჭვი აქვს, რომ მისი შვილის მდგომარეობა პირველ კლინიკაში ექიმების უყურადღებობის გამო გართულდა.

თუკი ეს ფაქტი დადასტურდა, ბავშვის მკურნალი ექიმის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება.

დღის ამბები