18 აპრილი 2024,   09:40
ვრცლად
ვანო მერაბიშვილი პატიმრობაში რჩება - ოპოზიცია ე.წ. უდოს კომისიას პოლიტიკური ნიშნით დევნაში ადანაშაულებს

ვადაზე ადრე გათავისუფლების, ე.წ უდოს კომისიამ, ვანო მერაბიშვილი ისევ პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილებაში მიზეზი განმარტებული არ არის, მაგრამ წერია, რომ ყოფილ პრემიერს 6 თვეში ისევ შეეძლება, ვადაზე ადრე გათავისუფლება მოითხოვოს და კომისიაც თავიდან იმსჯელებს.

ადრე გათავისუფლების კომისიის ერთ-ერთი წევრი სოფო კილაძე ყვება, რომ კომისიას ყოფილი პრემიერის საქმეზე დიდი ხანი არ უმსჯელია, რადგან თავიდანვე იცოდნენ, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილების შემთხვევაში, მერაბიშვილის პატიმრობიდან გათავისუფლება გამორიცხული იყო.

მერაბიშვილის ადვოკატები ამბობენ, რომ ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიამ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური დაკვეთა შეასრულა.

ვანო მერაბიშვილის საქმეზე, ყოფილი პრემიერის მხარდამჭერებიც და ხელისუფლებაც ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილების მოლოდინში არიან. ევროსასამართლოს მიერ, მერაბიშვილის საქმეზე მე-18 მუხლის დარღვევის გამოვლენის შემდეგ, ახლა უკვე მინისტრთა კომიტეტმა უნდა დაადგინოს, რას მოითხოვს საქართველოს ხელისუფლება.

"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში თუ მინისტრთა კომიტეტი მერაბიშვილის გათავისუფლებას მოითხოვს, ისინი სტრასბურგის პოლიტიკურ ვერდიქტს დაემორჩილებიან.

ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიას, ოპოზიცია ყოფილი პრემიერის პოლიტიკური ნიშნით დევნაში ადანაშაულებს. ოპოზიცია ამბობს, ვანო მერაბიშვილი დღეს ბიძინა ივანიშვილის პირადი პატიმარია.

 

 

 

დღის ამბები