24 აპრილი 2024,   10:23
ვრცლად
სასამართლო წინააღმდეგობას ვერ უწევს სამართალდამცავი ორგანოებს - არასამთავრობოები რატიანის საქმეზე

პოეტ ზვიად რატიანის საქმესთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას უსამართლოს უწოდებს არასამთავრობო სექტორი. პროცესს, სადაც გადაწყვეტილება გამოცხადდა, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, პოლიტიკოსები და არასამთავრობო სექტორი ესწრებოდა.

საზოგადოების ერთი ნაწილი სასამართლო დარბაზში იმყოფებოდა, მეორე ნაწილი კი სასამართლოს ეზოში აქციას მართავდა.

არასამთავრობოები მოსამართლე ქეთევან მინაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურნენ, სადაც მოსამართლემ თქვა, რომ რომ არა საახალწლო დღეები, ის რატიანს პატიმრობას შეუფარდებდა.

„დღეს ჩვენ იმ მოცემულობის წინაშე ვართ, როდესაც ვხედავთ, რომ სასამართლო წინააღმდეგობას ვერ უწევს სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნებს. ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა ამ სასამართლოსი და მე ვფიქრობ, რომ ამას მხოლოდ და მხოლოდ რეფორმა არ ეყოფა, ამას სჭირდება პოლიტიკური ნება და ეს პოლიტიკური ნება არ არსებობს,“ - განაცხადა ეკა გიგაურმა.

სამოქალაქო განვითარების სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორი ზვიად დევდარიანი ამბობს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების დამოკიდებულება ძალოვანი უწყებების გადაცდომებზე, კრიტიკას ვერ უძლებს.

„სამწუხაროდ, სახელმწიფო ინსტიტუტების რეაქცია კრიტიკას ვერ უძლებს, რაც ნიშნავს იმას, რომ ასეთი ფაქტებისგან არცერთი ჩვენთაგანი არ არის დაზღვეული,“ - აცხადებს ზვიად დევდარიანი.

დღის ამბები