19 აპრილი 2024,   08:13
ვრცლად
ყაჩაღობა გურიაში - ერთი ნიღბიანი სანადირო თოფით მაღაზიაში შეიჭრა

ყაჩაღობა გურიაში - სანადირო თოფით შეიარაღებული, ნიღბიანი ოზურგეთის რაიონის სოფელ მერიაში მდებარე მაღაზიაში შეიჭრა და სავაჭრო ობიექტის მფლობელს იარაღის მუქარით ფული მოსთხოვა.

თავად სავაჭრო ობიექტის მფლობელის თქმით, მან ყვირილი დაიწყო და შველა ითხოვა, რა დროსაც თავდამსხმელი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ბრალდებული ოზურგეთის რაიონის სოფელ თხინვალში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 179-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 5-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

დღის ამბები