22 ივნისი 2018,   16:56
ვრცლად
„რუსთავი 2"-ის საქმე - საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები დამატებით განმარტებებს არ აკეთებენ

„რუსთავი 2"-ის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებაზე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები დამატებით განმარტებებს არ აკეთებენ. პლენუმმა სამაუწყებლო კომპანიისა და „TV საქართველოს“ სარჩელი არ დააკმაყოფილა. ე.წ. ამორალური გარიგების საქმის განხილვა ორ წელზე მეტია მიმდინარეობდა.

გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა მხოლოდ 5 ხმით მიიღო. გადაწყვეტილებას მხარი გიორგი კვერენჩხილაძემ, ირინა იმერლიშვილმა, მაია კოპალეიშვილმა და თამაზ ცაბუტაშვილმა არ დაუჭირეს.

„განსხვავებულ აზრში წერია ყველაფერი და იქ წაიკითხავთ დეტალურად,“ - აღნიშნა ირინა იმერლიშვილმა. 

ე.წ. ამორალური გარიგების საქმის განხილვა ორ წელზე მეტია, მიმდინარეობდა. ტელეკომპანია "საქართველო" სამოქალაქო კოდექსის იმ მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვდა, რომელიც ფასის არაპროპორციულობის გამო, ხელშეკრულების ბათილობის შესაძლებლობას ქმნის.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები