19 აპრილი 2024,   21:35
ვრცლად
ბორკილებ დადებული, დაშანტაჟებული ადამიანი გამოიყვანეს დამნაშავედ - ხელოვანების აქცია საქალაქო სასამართლოსთან

თბილისის საქალაქო სასმართლოში პოეტ ზვიად რატიანის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, პოეტები, მწერლები, მოსამართლის მიერ დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ.

ზვიად რატიანი სასამართლომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ორივე მუხლში დამნაშავედ ცნო. პოეტს 2 ათას ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.

აქციის მონაწილეები რატიანის ცემაში მონაწილე პოლიციელების დასჯას ითხოვენ. მათი თქმით, პროტესტი არ შეწყდება მანამ, სანამ სამართალდამცველები ჩადენილი დანაშაულისთვის პასუხს არ აგებენ.

ბორკილებ დადებული, დაშანტაჟებული ადამიანი გამოიყვანეს დამნაშავედ, თან მაქსიმალური ჯარიმის მოდელი შეუფარდა. აქ არის მოსამართლის, რბილად რომ ვთქვათ, არაადეკვატურობა და მე ვფიქრობ, ცინიზმიც. ისევ გადავიდა აქცენტი ნაწამებ კაცზე, ისეთი ტიპის შემთხვევაზე, რომელიც ქარწყლდება იმასთან შედარებით, როგორ იძალადეს სამართალდამცავებმა,“ - აცხადებს ლაშა ბუღაძე.

მოსამართლე ქეთევან მინაშვილის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას არაადეკვატურს უწოდებს პოეტი რატი ამაღლობელი.  

„მოსამართლე სამართლებრივი არგუმენტებით უნდა გამოვიდეს და არა საახალწლო ემოციურით. ადამიანის წინააღმდეგ მოქმედება, რაც ჩვენ გვახსოვს საბჭოთა სისტემიდან მოყოლებული და ეს პრაქტიკა გრძელდება. ზვიადი არის დაზარალებული ყველა მხრივ,“ - აცხადებს რატი ამაღლობელი.

ამავე თემაზე
დღის ამბები