20 აპრილი 2024,   05:43
ვრცლად
"თეთრი ხმაურის" წევრები და ნარკოპოლიტიკაზე მომუშავე არასამთავრობოები პრეზიდენტს ხვდებიან

"თეთრი ხმაურის" წევრები და ნარკოპოლიტიკაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები პრეზიდენტს ხვდებიან. შეხვედრა ნახევარი საათია რაც მიმდინარეობს და მთავარი თემა ნარკოდანაშაულში ბრალდებული პირების შეწყალებაა.

არ არის გამორიცხული, საუბარი იყოს ბოლო პერიოდის გახმაურებულ საქმეებზეც, მათ შორის ზვიად რატიანის საქმეზე.

“ძირითადი ჩვენი შეხვედრის მიზანი იყო, შეწყალების გარკვეული ფორმატის გამონახვა, რომ უზრუნველვყოთ იმ ადამიანების თავისუფლება, რომლებიც დღეს აბსურდული, არარსებული ოდენობებისთვის სხედან ციხეში. ადამიანები, რომლებიც კანონპროექტის შემდგომ, უზრუნველყოფილი იქნება მათი თავისუფლება,“ - განაცხადა მოძრაობა ”თეთრი ხმაურის” აქტივისტმა ბექა წიქარიშვილმა.

დღის ამბები