25 აპრილი 2024,   11:31
ვრცლად
"ჯობია, რომ ეს აკრძალვები მოიხსნას" - პრეზიდენტი ნარკოპოლიტიკაზე საუბრობს

ბოლო პერიოდის გახმაურებულ საქმეებზე და მათ შორის ზვიად რატიანის საქმეზე დღეს მოძრაობა "თეთრი ხმაურის" წევრებმა და ნარკოპოლიტიკაზე მომუშავე არასამთავრობოებმა პრეზიდენტთან შეხვედრაზეც ისაუბრეს. შეხვედრის მთავარი თემა ნარკოპოლიტიკა და ნარკოდანაშაულში ბრალდებული პირების შეწყალება იყო. შეხვედრის დასრულების შემდეგ განმარტება პრეზიდენტმა გააკეთა.

“როდესაც შენი პოლიტიკა უკეთეს შედეგს არ იძლევა, როდესაც ის აკრძალვები, რომლებიც მოიფიქრე შედეგს არ გაძლევს ჯობია, რომ ეს აკრძალვები მოხსნა და  ჯობია ადამიანები თავისუფალნი იყვნენ და ამ ადამიანებმა  თვითონ გადაწყვიტონ თავისი ბედი. ეს არის ზოგადად რასაც ვფიქრობ და ამასთან დაკავშირებით  კონკრეტულად დაიგეგმა შეხვედრების კიდევ ერთი ციკლი. დიდი ინტერესით ვმუშაობ ადამიანებთან რომლებიც ჩვენი ქვეყნის ათასობით და სამწუხაროდ ათი ათასობით ადამიანის ბედზე მუშაობენ“ -განაცხადა მარგველაშვილმა.

თავად სამოქალაქო აქტივისტების და მოძრაობა ”თეთრი ხმაურის” წევრების განცხადებით, საუბარი რატიანი საქმეზე არ ყოფილა რადგან საქმე გამოძიების პროცესშია და პრეზიდენტი ჯერჯერობით პროცესში ჩარევას სწორად არ მიიჩნევს.

მათივე განცხადებით, შემდგომი შეხვედრა იანვრის დასაწყისში გაიმართება.  

თავად შეწყალების საკითხთა კომისიის თავმჯდომარის ზვიად ქორიძის თქმით, შესაძლებელია საუბარი იყოს შეწყალების მექანიზმის დებულების ცვლილებაზე.

“რა თქმა უნდა კომისიის წევრებს სჭირდებათ მეტი ინფორმაცია, წმინდა პრაქტიკული ხასიათის, რომლითაც ისინი შემდგომ  გადაწყვეტილებებს უფრო თავისუფლად მიიღებენ. შეიძლება ვისაუბროთ შეწყალების მექანიზმის დებულების ცვლილებაზეც ოღონდ ეს ჯერჯერობით არის სამუშაო პროცესი“- აღნიშნა ქორიძემ.

   

ამავე თემაზე
დღის ამბები