19 აპრილი 2024,   20:48
ვრცლად
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ლარი 7 თეთრით გაუფასურდა

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ლარი დოლართან მიმართებაში 7 თეთრით გაუფასურდა. 21 დეკემბრის მერე ეროვნული ვალუტა მკვეთრად დაეცა, თუმცა დღეს დოლართან მიმართებაში 2-ით, ევროსთან მიმართებაში კი 1 თეთრით ისევ გამყარდა. რატომ მერყეობს ლარი და რამ გამოიწვია მკვეთრი გაუფასურება საკუთარი ვერსიები აქვთ სპეციალისტებს. ხელისუფლების მიერ ბიუჯეტის არათანაბარი ხარჯვა, იმპორტის ზრდა და ტურისტული ნაკადის შემცირება მთავარ მიზეზებად სახელდება.

იმის გამო რომ საახალწლოდ ლარი ტრადიციულად უფასურდება, ექსპერტების თქმით ბიზნესმენები უცხოური ვალუტის მარაგებს ავსებენ. ასეთი დაზღვევა კი ფინანსურ ბაზარზე ნეგატიურად აისახება.

ფინანსურ ბაზარზე მკვეთრ რყევებს ოპოზიცია მთავრობის არასწორ ნაბიჯებს უკავშირებს. ლარის გარდაუვალი გაუფასურება საბიუჯეტო სახსრებისა არათანაბარმა ხარჯვამ გამოიწვია - ასე თვლის ოპოზიცია და ხელისუფლებას ახსენებს, რომ ეს პროცესები სამომხმარებლო ფასებზე მოქმედებს.

ოპოზციის ბრალდებებს არ უპასუხეს უმრავლესობის წევრებმა. ვალუტის გაუფასურებაზე კომენტარი არც ეროვნულ ბანკში არ გაუკეთებიათ, თუმცა ცენტრალურმა ბანკმა გამოაქვეყნა ნოემბრის თვის მიმოხილვა, საიდანაც ირკვევა რომ ჯერ კიდევ ნოემბერში გასული წლის ამავე თვესთან შედარებით ფასები 10 პროცენტით იყო გაზრდილი სურსათზე, უალკოჰოლო და ალკოჰოლურ სასმელებზე, თამბაქოზე, საოჯახო ნივთებსა და ტექნიკაზე.

დღის ამბები