25 აპრილი 2024,   17:46
ვრცლად
ბერლინის ზოოპარკში პოლარული დათვის ბელი დაიბადა

ბერლინის ზოოპარკი ახალ წელს ახალი ბინადარით ხვდება. იქ პოლარული დათვის ბელი დაიბადა. ახალშობილისთვის სახელი ჯერ არ შეურჩევიათ. ვეტერინარების განცხადებით, დედა და შვილი თავს კარგად გრძნობენ.

თეთრი დათვის ბელი სრულიად ჯანმრთელია და უკვე თვალიც გაახილა, თუმცა დამთვალიერებელს მისი ნახვა მხოლოდ გაზაფხულზე შეეძლება. მანამდე კი დეიდაშვილი სპეციალურ ვოლიერში დარჩებიან. მათზე დაკვირვება ზოოპარკის ვებ-გვერდზე, ონლაინ რეჟიმში იქნება შესაძლებელი.

დღის ამბები