20 აპრილი 2024,   16:58
ვრცლად
"უცნობის" სიძის თქმით, გამომძიებლებს მასთან აბსურდული შეკითხვები ჰქონდათ

"უცნობის" სიძემ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური დატოვა. გიორგი შარაშიძე 6 საათის განმავლობაში დაკითხვაზე იმყოფებოდა. სამართალდამცველებს აინტერესებდათ „კურიერში“ გაშუქებული ფაქტის დეტალები, რომელიც შარაშიძის კომპანიისთვის გადაცემულ მიწის ნაკვეთზე შენობების უკანონო დემონტაჟს უკავშირდება.

გიორგი შარაშიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გამომძიბლებს მასთან აბსურდული შეკითხვები ჰქონდათ. მასაც აინტერესებს, თუ სად გაქრა ის შენობები, რომელიც ლილოს დასახლებაში არსებულ ტერიტორიაზე იყო განთავსებული. მომღერლის სიძის თქმით, ეკონომიკის სამინისტრომ ბოლო დღეების განმავლობაში ბევრი აბსურდული განცხადება გააკეთა. 

„ჩვე ყველაფერს ვიზამთ რომ როგორც კარტელურ თემებზე მივიყვანთ საბოლოოდ და დავადგენთ რეალობას, ამ საქმესაც შუა გზაზე არ დავტოვებთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენმა მაყურებელმა და ხალხმა გაიგოს თუ რეალურად სად გაქრა და ვინ გააქრო ეს შენობები. აუცილებლად საბოლოოდ მაინც მოუწევთ ამ საქმის გამოძიება“- აღნიშნა შარაშიძემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები