23 აპრილი 2024,   10:46
ვრცლად
საახალწლო სამზადისი რიოში - კოპაგაბანას ცნობილი სანაპირო წარმართული ტრადიციების თაყვანისმცემლებმა დაიკავეს

რიოში საახალწლო სამზადისი მიმდინარეობს. კოპაგაბანას სანაპიროზე უკვე დამონტაჟდა სცენა და რამდენიმე ტონა პიროტექნიკა.

ბრაზილიელები 2018 წლის დადგომას მასშტაბური შოუ-კონცერტით და 17-წუთიანი ფოიერვერკით აღნიშნავენ. სამზადისის პარალელურად კოპაგაბანას ცნობილი სანაპირო წარმართული ტრადიციების თაყვანისმცემლებმა დაიკავეს და საახალწლო რიტუალი შეასრულეს.

თეთრ სამოსში ჩაცმული ასობით ადამიანი ნაპირზე ყვავილებით და სანთლებით შეიკრიბა. ზღვის ღვთაებას თაყვანი სცეს და მომდევნო წლის დალოცვა შესთხოვეს. 

დღის ამბები